კომუნიკაციის უფლება

კომუნიკაციის უფლება
სიტყვისა და პრესის თავისუფლება არ გულისხმობს უბრალოდ აკრძალვების არარსებობას, რაც მხოლოდ ერთ მუჭა უმცირესობას აძლევს ხელს. საჭიროა, რომ ის იქცეს საყოველთაო კომუნიკაციის უფლებად. ამერიკელი სამართლის პროფესორის ჯერომ ბარონის აზრით, ნებისმიერი სამთავრობო ცენზურის აკრძალვა (რაც გათვალისწინებულია ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორებით) გულისხმობს ხელმისაწვდომობის უფლებას ყველა მოქალაქისათვის:11 რა აზრი აქვს თავისთავად გამოხატვის უფლებას, თუ ამ გამოხატვას ვერავინ გაიგებს? მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა თითქმის12 წარმოუდგენელია. მედია ეთიკა მისი მოპოვების მისაღებ გზას წარმოადგენს. რადგანაც კომუნიკაცია ადამიანის განუყოფელი საჭიროებაა, ,,კომუნიკაციის უფლება” მოითხოვს: ინდივიდების, ჯგუფებისა და ერების უფლებას, ნებისმიერი საშუალებით გაცვალონ ,,მესიჯი”. შესაბამისად, საზოგადოება ვალდებულია, უზრუნველყოს ასეთი კომუნიკაციის არხები. ისევე როგორც სკოლის გარეშე, აზრსმოკლებული იქნებოდა განათლების უფლება, ასევე არ ექნებოდა მნიშვნელობა ხმის უფლებას, არჩევნების გარეშე. ცნება პირველად ფრანგმა ჟან დ'არკიმ 1969 წელს გამოიყენა, 70-იან წლებში ის კანადასა და შეერთებულ შტატებში აიტაცეს, შემდეგ კი ის იუნესკომ და კომუნიკაციების საერთაშორისო ინსტიტუტმა დაამკვიდრეს
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Смотреть что такое "კომუნიკაციის უფლება" в других словарях:

  • პრესის თავისუფლება — • დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება, ვინაიდან პრესის თავისუფლება საზოგადოებრივი აზრის გამოვლენისა, და ფორმირების საუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად, პოლიტიკური დებატები დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი. პრესას… …   Georgian encyclopedia

  • კოლექტიური უფლებები — • მესამე თაობის უფლებების საფუძველს წარმოადგენს სოლიდარობის იდეა. და ეს უფლებები მოიცავს საზოგადოების ან ხალხის კოლექტიურ უფლებებს როგორიცაა მდგრადი განვითარების, მშვიდობის, ან ჯანსაღი გარემოს უფლება. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ისეთი პირობები… …   Georgian encyclopedia

  • კონფედერაცია — მყიფე გაერთიანება, იგი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და ყალიბდება განსაზღვრული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და არა ხანგრძლივი ვადით. კონფედერაციის მაგალითია შვეიცარია 1803 1815 და 1815 1848 წლებში, აშშ 1776 1787 წლებში, გერმანიის …   Georgian encyclopedia

  • მიმოწერა — ამ ტერმინის მნიშვნელობა მოიცავს სატელეფონო კომუნიკაციასა და კომუნიკაციას ტელეტექსტის მეშვეობით. ახალი ტექნიკის განვითარებამ შესაძლოა კიდევ უფრო გააფართოოს მიმოწერის პატივისცემის უფლების შინაარსი. მიმოწერის შემოწმება კი მიიჩნევა, როგორც პირადი… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»